კომპლექსური დავალებები
![]() |
მოსწავლეთა ნამუშევრები .... ბუკლეტები ....
სამიზნე ცნება:
სტრუქტურა და ფუნქცია ( შედეგი: 1, 2, 3, 5, 6,7,8,9,10 )
ჯანმრთელობა და დაავადება ( შედეგი: 1, 2, 5, 6, 5, 6,7,8,9,10, 11,12,13 )
კვლევა (შედეგები: 5,6,7,8,9,10,11,12,13)
საკითხი: ჩონჩხის პათოლოგიები
კომპლექსური დავალების პირობა: წარმოიდგინე, რომ ხარ ოსტეოლოგი და შენი პაციენტია კვაზიმოდო. ის წუხს, რადგან არ იცის, რა დაემართა მის ოდესღაც გამართულ და ჯანსაღ ხერხემალს და გთხოვთ დახმარებას, აუხსნათ პრობლემის შესახებ. გაეცანით შეთავაზებულ ვიდეო რესურსს https://www.ssyoutube.com/watch?v=9D4qWWc9MKc https://www.youtube.com/watch?v=BPJFUw4Rvk4 და შექმენით კვაზიმოდოს ხერხემლის მაკეტი, რომ მას თვალსაჩინოდ დაანახოთ რაში მდგომარეობს მისი დეფორმირებული ხერხემლის პრობლემა.
მაკეტის პრეზენტაციის დროს ხაზგასმით წარმოაჩინე :
●რა განაპირობებს ხერხემლის s ფორმას და რა მნიშვნელობა აქვს მას;
●მსჯელობა ხერხემლის გამრუდების გამომწვევ ფაქრორებზე
(მათ შორის ასაკზე დამოკიდებულება);
●ხერხემლის გამრუდების პრევენციული ღონისძიებები;
●ძვლოვანი სისტემის სწორი განვითარებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა;
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
• დაიხმარეთ მე-8 კლასის სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია ხერხემლის და მისი პათოლოგიების შესახებ.
• გაიხსენე ადამიანის ხერხემლის აგებულება,მისი ნადრეკები.
თემა: ნივთიერებების მიმოცვლა და ტრანსპორტი
სამიზნე ცნება:
ჯანმრთელობა და დაავადება ( შედეგი: 1, 2, 5, 6, 5, 6,7,8,9,10, 11,12,13 )
საკითხი: სისხლის მიმოქცევის სისტემა
სისხლის ჯგუფები და სისხლის გადასხმა
კომპლექსური დავალების პირობა: წარმოიდგინე,რომ ხარ ჰემატოლოგი. მოგმართა პაციენტმა, რომელსაც უახლოეს ხანებში უწევს რთული ოპერაციის ჩატარება.მან იცის, რომ დასჭირდება დონორის სისხლი, თუმცა არ აქვს ინფორმაცია დონაციის საფრთხეების შესახებ. გაეცანით შეთავზებულ ვიდეო რესურსს https://www.youtube.com/watch?v=Elg93lNyQp0 და საინფორმაციო ბუკლეტი სახით წარმოადგინე, რაში მდგომარეობს დონაციის „სიკეთე და მისგან მომდინარე საფრთხეები“.
ნაშრომის პრეზენტაციის დროს ხაზგასმით წარმოაჩინე :
● საკუთრი სისხლის ჯგუფის ცოდნის მნიშვნელობა;
● რისკები, რომელთა გათვალისწინებაცაა აუცილებელი დონორის შერჩევის დროს;
● მსჯელობა დონაციის პროცესის მნიშვნელობასა და სისხლის ბანკების არსებობის აუცილებლობაზე;
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:
• დაიხმარეთ მე-8 კლასის სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია სისხლის შედგენილობისა და სისხლის ჯგუფების შესახებ.
გაიხსენე სისხლთან დაკავშირებული დაავადებები;
ვინ და როდის აღმოაჩინა სისხლის ჯგუფები;
• სისხლის შედგენილობის შესაბამისობა მის ფუნქციებთან;
• გაიხსენე ვინ არის დონორი და რეციპიენტი.







Комментарии
Отправить комментарий