ღონისძიებები და რეფლექსიები
სსიპ ქალაქ თბილისის N 207 საჯარო სკოლა
2022-2023 სასწავლო წელი
პირველი სემესტრი
დეკემბერი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრმა მასწავლებლებმა
ჩავატარეთ საბუნებისმეტყველო კათედრის მეცნიერებათა კვირეული.
კვირეულის მიზანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პოპულარიზაცია და
ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება იყო. კვირეულის ფარგლებში ჩავიფიქრე და
ჩავატარე თემატური ბიოლოგიური ვიქტორინა. მოვამზადე კითხვები, რომლებიც ცოცხალ
ორგანიზმებს, ადამიანის ორგანოებს, მავნე ჩვევებს, პრევენციას ..... შეეხებოდა.
სამიზნე ჯგუფად მეათე კლასი შევარჩიე. მოსწავლეები დავყავი ხუთ ჯგუფად. ჟიური
დავაკომპლექტე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებითა და საბუნებისმეტყველო
კათადრის წევრებით. შევქმენი შეფასების რუბრიკა, რომელიც თამაშის დაწყენამდე
გავაცანი მოთამაშეებს და დავურიგე პასუხების ფურცლები, თითოეულ ჯგუფს
განსხვავებული ფერის. მეგობარი მასწავლებლები პასუხების ფურცლებს წარუდგენდნენ
ჯიურის. ღონისძიებას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი. მოსწავლეები თავიდან
მოლოდინის რეჟიმში იყვნენ. პირველი - ორი კითხვის შემდეგ თამაშს შეეტყო
პოზიტიური მუხტი, ჯგუფები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ პროცესში. პასუხებს
მოჰყვებოდა ტაში და სიხარულის თუ სინანულის შეძახილები. ვფიქრობ, რომ ვიტორინა
მართლაც შედგა, ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა, გამოიკვეთა ლიდერთა გუნდი,
მოსწავლეებმა კვლავაც მთხოვეს ვიქტორინის ჩატარება, გამოავლინეს ცოდნა,
გუნდურობა, გუნდებისა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, შეიძინეს ახალი ცოდნა,
მიიღეს ახალი გამოცდილება, არანაკლებ აქტირები იყვნენ ჯიურის წევრები.
მეგობრები და კლასის დამრიგენბელი..... ვიქტორინის დასკვნით ნაწილში გუნდებს
შევთავაზე კითხვა „რა დევს შავ ყუთში“ და ღია, პრაქტიკული დავალება „მე ვარ X“.
ყველაზე საინტერესო და სახალისო სწორედ დასკვნითი ნაწილი აღმოჩნდა. მომდევნო
ვიქტორინისთვის შევცვლი იმას, რომ გუნდებში შევამცირებ მოსწავლეთა რაოდენობას.
რადგან კლასი მრავალრიცხოვანია, ექვს გუნდს შევქმნი, რათა ყველა მოსწავლემ
კომფორტულად იგრძნოს თავი და გამოავლინოს საკუთარი ცოდნა და უნარები. მადლობა
ყველას, ყველას თანადომისა და თანამშრომლობისათვის. მე კი მომდევნო
ვიქტორინისთვის ვიწყებ მზადებას.....
სსიპ ქალაქ თბილისის N 207 საჯარო სკოლა
2022-2023 სასწავლო წელი
პირველი სემესტრი
დეკემბერი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრმა მასწავლებლებმა ჩავიფიქრეთ და
ჩავატარეთ საბუნებისმეტყველო კათედრის მეცნიერებათა კვირეული. კვირეულის მიზანი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნების, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია
პოპულარიზაცია და ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება და მოსწავლეთა
აქტიური ჩართულობა იყო. კვირეულის ფარგლებში უკვე ჩავატარე თემატური ბიოლოგიური
ვიქტორინა. ვაპირებდი სხვა აქტივობის ჩატარებას. თუმცა მოსწავლეთა თხოვნით
კიდევ ერთი ვიქტორინა დავგეგმე , ამჯერად ზოგადი კითხვებით. კლასი მეათე.
მოსწავლეები დავყავი ექვს ჯგუფად. ჟიურის წევრები სკოლის ადმინისტრაციის
წარმომადგენლები, საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები. შეფასების რუბრიკა
თამაშის დაწყენამდე შევახსენე მოთამაშეებს და დავურიგე პასუხების ფურცლები.
„კრიტიკული მეგობრები“ დამხმარეების როლში პასუხების ფურცლებს წარუდგენდნენ
ჯიურის წევრებს. ღონისძიებას რა თქმა უნდა ესწრებოდა კლასის დამრიგებელი,
რომელიც პასუხებისთვის განსაზღვრულ დროს აკვირდებოდა თაიმერის დახმარებით.
ამჯერად ჯგუფები წარდგნენ სახელწოდებებით და მოკლე განმარტებებით, რატომ
შეარჩიეს კონკრეტული სახელწოდება გუნდისთვის. თავად მოსწავლეებისგან
გაჟღერებული ინციატივა, რომ კვლავ ჩაგვეტარებინა ვიქტორინა, აბსოლუტურად
გამართლდა. თუმცა ამჯერად კითხვების რაოდენობაც გავზარდე და თემატიკაც შევცვალე
და ზოგადი განათლების მიმართულება მივეცი. კითხვები სხვადასხვა სფეროდან და
ასაკისთვის შესაბამისი და საინტერესო აღმოჩნდა. ვიქტორინის დასკვნით ნაწილში
გუნდებს ისევ შევთავაზე კითხვა „რა დევს შავ ყუთში“ და ბლიცი, რომელიც მხოლოდ
კაპიტნებმა ითამაშეს. უკვე შემდეგი ვიქტორინისთვის დავამატებდი ახალ რუბრიკას,
მაგალითად, საშინაო დავალება, სადაც ჯგუფები წინასწარ შერჩეულ დავალებას
წარმოადგენდნენ, მაგალითად ნახატის, ხელნაკეთი მაკეტის ან სხვა სახით....
ვფიქრობ ეს რუბრიკა მოსწავლეებში ყველა სხვა უნართან ერთად დამატებით,
შემოქმედებით უნარებს განავითარებს და წარმოაჩენს.... მადლობა, მადლობა ყველას,
ყველას თანადომისა და თანამშრომლობისათვის.....
სსიპ ქალაქ თბილისის N 207 საჯარო სკოლა
2022-2023 სასწავლო წელი
მეორე სემესტრი
მარტი
ბიოლოგიის, როგორც საგნის პოპულარიზაცია არის ამჯერად ჩემს მიერ მეშვიდეა კლასში ჩატარებული ვიქტორინის მიზანი. კითხვები შეეხებოდა ბიოლოგიურ
ორგანიზმებს, ადამიანის ორგანოებს და იყო ზოგადი კითხვებიც. მოსწავლეები
დავყავი სამ ჯგუფად. ჟიურის წევრები: სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე და
„კრიტიკული მეგობრები“. შევქმენი შეფასების რუბრიკა, რომელიც თამაშის
დაწყებამდე გავაცანი ჯგუფებს და დავურიგე პასუხების ფურცლები, თითოეულ ჯგუფს
განსხვავებული ფერის. მეგობარი მასწავლებლები პასუხების ფურცლებს წარუდგენდნენ
ჯიურის. ღონისძიებას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი. დროს მოსაფიქრებლად ქვიშის
საათის მეშვეობით ვარეგულირებდი. მეშვიდე ა კლასთან 2022-2023 სასწავლო წელს
დავიწყე თანამშრომლობა. ეს აქტივობა მათთვის იყო სიახლე. თუმცა მალევე აუღეს
ალღო და ჯგუფები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ პროცესში. პასუხებს მოჰყვებოდა
ტაში და სიხარულის თუ სინანულის შეძახილები. ვფიქრობ, რომ ვიტორინის ჩატარების
ჩანაფიქრმა გაამართლა და სიახლის მიუხედავად დიდი ინტერესი გამოიწვია.
გამოიკვეთა ლიდერთა ერთი გუნდიც. ახალი გამოცდილება, უნარების გამოვლენა,
ცოდნის გამოვლენა, თანამშრომლობა გუნდის წევრებთან, სხვისი აზრის პატივისცემა
და მიღება და არა ერთი სხვა უნარი, რასაც მსგავსი აქტივობა ავითარებს
მოსწავლეებში. აქტივობის ბოლოს, გაანალიზებისას გაჩნდა იდეა ჩავატაროთ სხვა
სახის საინტერესო ღონისძიება. ვიქტორინის დასკვნით ნაწილში გუნდებს შევთავაზე
კითხვა „რა დევს ყუთში“ და ღია, პრაქტიკული დავალება „როგორ დავეხმაროთ“.
ყოველი გუნდის ერთი წევრი წითელი საღებავით კაპილარული ტიპის სისხლდენის
იმიტაციით მიდის გუნდთან და გუნდის წევრები მას პირველად დახმარებას უწევენ.
მოსწავლეებმა ხალისით და ინტერესით შეასრულეს დავალება და შეთავაზებული
რესურსებიც ( ბამბა, სპირტი, იოდი, სანტავიკი, სახვევი....) სწორად გამოიყენეს,
არასაჭირო რესურსებზეც გააკეთს მინიშნებები.... მქონდა მხოლოდ მინიმალური
შენიშვნები. ვიქტორინას კლასი არ ესწრებოდა სრული შემადგენლობით. შემდეგში
ვფიქრობ უნდა შევძლო, რომ ყველა მოსწავლე იყოს ჩართული და დაინტერესებული და
დაესწროს და ისიამოვნოს მსგავსი შეხვედრებით. მე კი ვემზადები ახალი,
განსხვავებული და საინტერესო აქტივობისთვის..... მადლობა ყველას თანადგომისა და
თანამშრომლობისათვის......
სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლა
2022-2023 სასწავლო წელი
მეორე სემესტრი
აპრილი
Xა
კლასთან და კლასის დამრიგებელთან ერთად ვესტუმრეთ პოლიკლინიკა „დიომედს“. ჩვენი
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში ბიოლოგიის, როგორც საგნის, მედიცინის, ექიმის
პროფესიისა და ზოგადად ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე აქცენტების
გამახვილება. ვიზიტის ფარგლებში ვესტუმრეთ ფიზიოთერაპიის, კარდიოლოგიის,
გინეკოლოგიის, ოკულისტის, ქირურგიის კაბინეტებს და სპეციალისტებს. ასევე
შეხვედრა შედგა თერაპევტთან. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა კითხვები
დაუსვეს ექიმებს, მიიღეს მათგან საინტერესო და კომპეტენტური პასუხები,
რეკომენდაციები, მოისმინეს ექიმებისგან სახალისო ისტორიები. კარდიოლოგმა
ერთ-ერთ მოსწავლეს გადაუღო კარდიოგრამა, რომელიც შემდეგ განიხილა თერაპევტმა.
ასევე ერთ-ერთი მოსწავლე თავად გახდა “ექიმი“ და მოუსმინა მასწავლებლის გულის
ცემასა და სუნთქვას. ფიზიოთერაპევტმა მოსწავლეებს ურჩია, თუ რაოდენ
მნიშვნელოვანია მოძრაობა, სეირნობა, ვარჯიში, ჯანმრთელი ჩონჩხის
შესანარჩუნებლად. გინეკოლოგებმა კი აქცენტები სქესობრივი გზით გადამდებ
დაავადებებზე და მათი გადაცემის გზებზე გაამახვილეს, ასევე პირად ჰიგიენაზე და
ლატენტური ინფექციების გადაცემის გზებზე და ხიფათებზე. ოკულისტმა ერთ- ერთს
მხედველობა შეუმოწმა და ურჩია მოსწავლეებს, ყურადღება გაამახვილონ თვალის
ჰიგიენის მიმართულებით, დროულად ექიმთან მიმართვიანობაზე ისაუბრა. ლაბორანტებმა
სისხლისა და შარდის ანალიზზე და ანალიზის მონაცემების სისწორეზე და
მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ქირურგიაში სტერილიზაციაზე და ტრამვის ტიპებზე
ვისაუბრეთ. ვიზიტის ბოლოს, მთავარ ექიმთან შედგა კომუნიკაცია და შევაჯამეთ
ჩვენი საინტერესო სტუმრობა. სტუმრობა კი იმდენად პროდუქტიული, პოზიტიური,
საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო იყო, რომ კიდევ ერთი სტუმრობის შესახებ
შევთანხმდით. მადლობა მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელს, დიომედის საინტერესო და
პროფესიონალთა გუნდს მასპინძლობისთვის და თანამშრომლობისათვის.....
სსიპ ქალაქ
თბილისის N 207 საჯარო სკოლა
2022-2023 სასწავლო წელი
მეორე სემესტრი
აპრილი
XIა კლასთან და კლასის მოსწავლეებთან ერთად კვლავაც ვესტუმრეთ პოლიკლინიკა
„დიომედს“. მიზანი - მოსწავლეებში ბიოლოგიის,მედიცინის, ექიმის პროფესიის და
ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე საუბარი ექიმებთან. ვიზიტის ფარგლებში
ვესტუმრეთ ლაბორატორიას, ფიზიოთერაპიის, კარდიოლოგიის, გინეკოლოგიის,
ოკულისტის, ქირურგიის კაბინეტებს და სპეციალისტებს. ასევე შეხვედრა შედგა
თერაპევტთან. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო და
კომპეტენტური ინფორმაცია, რეკომენდაციები, საპრევენციო ღონიძიებებზე
ინფორმაცია. კარდიოლოგმა ერთ-ერთ მოსწავლეს გადაუღო კარდიოგრამა, რომელიც
შემდეგ განიხილა თერაპევტმა. ფიზიოთერაპევტმა მოსწავლეებს ურჩია, ივარჯიშონ,
კარგად და სწორად იკვებონ, ისეირნონ, ჯანმრთელი ჩონჩხის შესანარჩუნებლად.
გინეკოლოგებმა კი აქცენტები სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და მათი
გადაცემის გზებზე გაამახვილეს, ასევე ლატენტური ინფექციების - აივ და
ჰეპატიტები - გადაცემის გზებზე. ლაბორანტებმა სისხლის, შარდის და განავლის
ანალიზზე და ანალიზის მონაცემების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე თანამედროვე
ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ლაბორატორიებისთვის. ქირურგიაში სტერილიზაციაზე და
ძვლოვანი სისტემის ტრამვებზე. სტუმრობა ისევ და ისევ პროდუქტიული, პოზიტიური,
საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო იყო. მადლობა XIა კლასის მოსწავლეებს,
დიომედის პროფესიონალთა გუნდს მასპინძლობისთვის და თანამშრომლობისათვის.....
სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლა
2022-2023 სასწავლო წელი
მეორე სემესტრი
მაისი
მეშვიდე დ კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელთან და ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად ვეწვიეთ თბილისის ზოოპარკს.
ვიზიტის მიზანი თემატური ექსკურსია იყო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კლასი თევზების, ამფიბიების, რეპტილიების, ფრინველების და კლასი ძუძუმწოვრების წარმომადგენლები. რეალურ სივრცეში ნახეს უკვე ნასწავლი კლასების არაერთი წარმომადგენელი, მიღებული ცოდნა განიმტკიცეს და ეგზოტიკურ წარმომადგენლებსაც გადაუღეს ფოტოები. მსგავსი თემატური ექსკურსია ნასწავლი თემების ერთგვარი შეჯამებაა.
მადლობა აქტიურობისა და თანამშრომლობისთვის......























































Комментарии
Отправить комментарий